წარჩინებული პედაგოგები

29-ე საჯარო სკოლის მატიანეს ქმნიდნენ გამოცდილი, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგები:

მარინა რუსაძე, ასმათ ყურაშვილი, მზია ახვლედიანი, ფოთოლა გოგიბერიძე, მანანა გოგლიჩიძე, მაია მიქაძე, მარიკა ფრუიძე, შორენა ბალანჩივაძე, ლამარა სურგულაძე, ფატმან ბუსკივაძე, ლია დვალიშვილი, ლელა ფურცხვანიძე, შორენა ფხაკაძე, ნათელა ზაქარეიშვილი, ლალი მიქაძე, ნანი სილაგაძე, ლალი ერაძე, მაია თელია, ირინე ნოზაძე, ირმა დვალიშვილი, ჯუმა ცნობილაძე, ქეთევან სულაკაძე, ხათუნა ერემაშვილი, მადონა კორკოტაძე, ნატო ჭუმბურიძე, თამარ მაისურაძე, ნანა მანაგაძე, თამარ ბოხუა, ნანა ჯავახაძე, ლია ნემსაძე, ხათუნა ლეჟავა, მარინა სახელაშვილი, ნინო მეტრეველი, მაია სამხარაძე, ნონა ქობულაძე, ხათუნა ბობოხიძე, ნესტან მაისურაძე, მარინა გრიგალაშვილი დღეს მათ ხვავრიელი შემოდგომა უდგათ, რომელიც დახუნძლულია მათ მიერ აღზრდილი თაობების სიყვარულით, მადლიერებით და მრავალი ჯილდოთი მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.


დალი კობახიძე 

დაიბადა 1965 წლის 12 ივლისს ზესტაფონის რაიონში. 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა სვირის მე-2 საშუალო სკოლა. 1984 წელს ჩაირიცხა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სვირის საშუალო სკოლაში პედაგოგად. შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის 24-ე სკოლაში. 1994 წლიდან არის სპორტული ლიცეუმის ქიმიის მასწავლებელი. ამჟამად ის 29-ე საჯარო სკოლის პროფესიონალიზმით გამორჩეული სერთიფიცირებული პედაგოგია. მისი მოსწავლეები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებსა და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. 
2000-2002 წლებში ქალბატონი დალი კობახიძე დაჯილდოებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის საქმეში მიღწეული წარმატებისათვის ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროფკავშირის საქალაქო საბჭოს მიერ. 2003 წელს მისმა მოსწავლემ ლევან ტყებუჩავამ (მე-10 კლასი) გაიმარჯვა მოსწავლეთა საგნობრივ ქიმიის ოლიმპიადის ზონალურ ტურში და დაჯილდოვდა საქართველოს განათლების სამინისტროს იმერეთის სასკოლო ოლქის სამმართველოს დიპლომით. 2004 წელს კი გაიმარჯვეს ქიმიის ოლიმპიადაში და დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი ხარისხის დიპლომით - ლევან ტყებუჩავა - მე-11 კლასი, მესამე ხარისხის დიპლომით  - ვლადიმერ მინდელი მე-10 კლასი. 
2006 წელს დალი კობახიძეს გადაეცა სიგელი საქართველოს ახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაციისაგან ,,წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.''
2007-2008 წლებში გადაეცა სიგელები ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გუნდურ ინტეგრირებული პროექტების კონკურსში მონაწილეობისათვის. 2008 წელს კი სიგელი, როგორც წარჩინებულ მასწავლებელს. 
2014, 2015 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაჯილდოვდა, როგორც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგი. 
აღზარდა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის 2014 წლის ნაკრების რეზერვისტი და 2015 წლის ნაკრების წევრი გიორგი მეშვილდიშვილი.
ქალბატონი დალი გამორჩეულია, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვისებებით. არის კომუნიკაბელური, დიდი სიყვარულით სარგებლობს მოსწავლეებში. 2016 წელს წარდგენილია დასაჯილდოვებლად განათლების სფეროს განვითარებისათვის სამკერდე ნიშანზე ,,ამაგდარი.''




დაზმირ ონიანი


დაიბადა 1949 წელს ლენტეხის რაიონის სოფელ მელეში. 1966 წელს დაამთავრა ჩიხარეშის საშუალო სკოლა. 1968 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე. 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი ჭიდაობის განხრით. 
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ლენტეხის სპორტსკოლასა და ჭველიერის საშუალო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდში არის სათხილამურო სპორტში სტუდენტთა უნივერსიადის ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობასა და სამბოში. 1990 წელს დაინიშნა მეათე საშუალო სკოლის ძიუდოს განყოფილების უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე, სადაც აღიზარდნენ სახელოვანი სპორტსმენები: ირაკლი ცირეკიძე - მსოფლიოსა და პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 6 - გზის მსოფლიო თასის მფლობელი ფირუზ ტყეშელაშვილი - საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული თამაშების პრიზიორი. დავით ტყეშელაშვილი - საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. მისი დაუღალალავი შრომითა და პროფესიონალური მიღწევებით დღესაც იზრდებიან 29-ე საჯარო სკოლაში მომავალი სახელოვანი ძიუდოისტები. დაზმირ ონიანი გახლავთ საქართველოს სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში, ღირსების ორდენის კავალერი. დაჯილდოებულია ოლიმპიური კომიტეტის სიგელით.

Комментариев нет:

Отправить комментарий