ქალაქის განაპირა, ამჟამად სულხან-საბას დასახლებად წოდებულ უბანში 1990 წელს ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტებით აგებული მეათე საშუალო სკოლა, რომელიც საკონკურსო წესით შერჩეული ახალგაზრდა პედაგოგიური კადრებით დაკომპლექტდა და დირექტორად დაინიშნა ბატონი თეიმურაზ ვაჟას-ძე ჭაბუკიანი.
1990 წელი
2 ოქტომბერს მე-10 საშუალო სკოლაში დაირეკა პირველი ზარი. ქუთაისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სკოლა.
აღნიშნული სასწავლო დაწესებულების მატიანის თავფურცელი უკვე დაწერილი იყო, როცა რეგიონში მიმდინარე განათლების რეფორმის გამო დღის წესრიგში დადგა სასწავლებლის ხვალინდელ დღეზე ზრუნვის საკითხი. სკოლის შენობა-ნაგებობა, დახურული დარბაზები, ღია სპორტული მოედნები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მეათე სკოლას ორიენტაცია აეღო სპორტულ მიმართულებაზე. 20 აგვისტოს განათლების სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით N10 საშუალო სკოლა რეორგანიზებულ იქნა გახანგრძლივებული დღის რეჟიმის სპორტული პროფილის N10 საშუალო სკოლად.
1993 წელი
საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 13 აგვისტოს #258 ბრძანებით ქუთაისის #10 სპორტული საშუალო სკოლა რეორგანიზებული იქნა ორსაფეხურიან სპორტულ ლიცეუმად.
1996 წელი
საქართველოს განათლების სამინისტროს N182 ბრძანებულებით ლიცეუმს მიენიჭა ოლიმპიური რეზერვების სტატუსი.
1998 წელი
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით სპორტულ ლიცეუმს მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის სახელი.
2004 წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N157-ის (04.09.2004 წ.) თანახმად ქ. ქალაქ ქუთაისის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ოლიმპიური რეზერვების სპორტული ლიცეუმი რეორგანიზებულ იქნა ქალაქ ქუთაისის N 29 საშუალო სკოლად I-II-III საფეხურებით.
2005 წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 15 სექტემბრის N448 ბრძანებით ქალაქ ქუთაისის N29 საშუალო სკოლა დაფუძნდა N29 საჯარო სკოლად.
ასე გაიარა ჩვენი სკოლის არსებობის 25 წელმა, რომელიც არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ადგილი დაიმკვიდრო, სახელი შეგერქვას, დათესილის ნაყოფი იხილო....
აი ზოგიერთი საგანძური:
1996 წელს ქალაქის გამწვანების კონკურსში გამარჯვებისთვის ლიცეუმი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და საფრანგეთის საგზურით.
უბრწყინვალეს ქრისტიანულ დღესასწაულზე - ღვთისმშობლობაზე სპორტულ ლიცეუმს სტუმრობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ლიცეუმის მოსწავლე სპორტსმენები მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე წარმატებით ეუფლებიან სასწავლო დისციპლინებს, იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
სპორტული ლიცეუმი მიღწეული წარმატებებისათვის ნორვეგიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ბატონ იენს ქრისტიან თუნეს მიერ დაჯილდოვდა 1000 ამერიკული დოლარით.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელით სპორტულ ლიცეუმი დაჯილდოვებულ იქნა ხუან ანტონიო სმარანჩის მიერ.
Комментариев нет:
Отправить комментарий