სასკოლო პირველობა ჭადრაკში
მხიარული სტარტები
1 ბ კლასი
(მათემატიკის გაკვეთილი) (G-PriEd)
ღია გაკვეთილი 1 კლასი
ასფალტზე ხატვის კონკურსი
სოციალური პროექტი - პედაგოგი ნინო
მეტრეველი
2016-2017 სასწ. წლის საბაზო საფეხურის 10 ქულაზე კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაზე, წარმატებებს ვუსურვებ მათ
ეტალონი 2017-2018
(დაჯილდოვება)
2018
წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით 3ა და 3ბ კლასის პედაგოგებმა
ნესტან მაისურაძემ და მარინა გრიგალაშვილმა მოამზადეს სოციალური პროექტი ,,გავუთბოთ
ერთმანეთს გულები.“ პროექტის ფარგლებში მოინახულეს მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები,
გამართეს კონცერტი, გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, გამოუშვეს კედლის გაზეთი.
2019 წელი, ორმაისობის დღესასწაული.
პირველი ადგილი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ,,ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელებაში.
აპრილის თვეში განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპრტ ბატონ ნიკოლოზ სილაგაძესთან, ერთად გაანალიზდა ერთი თვის განმავლობაში მხარდამჭერი ჯგუფის და I-IV კლასების პედაგოგთა მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობა.
სკოლის პედაგოგობს, დირექციას მიეცა საშუალება ბატონ ნიკოლოზ სილაგაძესთან ესაუბრა მათთვის საჭირო ყველა საკითხზე უშუალოდ სკოლაში, საკლასო ოთახში თანამშრომლობის პირობებში. დაესწრო სამუშაო შეხვედრას ასეთი შეხვედრები საწინდარია პროექტის წარმატებით განხორციელების.
დასასრულს დიდი იმედი და მოლოდინი გამოთქვა ,,ახალი სკოლის მოდელის“ წარმატებით განხორციელების.
unicef-ის კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება
2022 წლის 29 მარტს ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლაში (დირექტორი ტარიელ გველესიანი) შედგა unicef -ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის, „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლის დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობდა, იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა, გამარჯვებულებს შორის არის ქუთაისის №29 საჯარო სკოლა. სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი. პროექტში ჩართულ ყველა მსწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრი“-ს სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს. სკოლებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს, საინფორმაციო კუთხის მოწყობას სასკოლო სივრცეში და მოსწავლეების მეტად ინფორმირებას ამ საკითხებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი -მამული ბუჭუხიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი, ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსუტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი.
2022 წლის 11-12 ივნისს, ქალაქ თბილისში სასტუმრო ,,შერატონში" გაიმართა CTEL შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც წარმოდგენილი იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მასწავლებლები: ლიკა სუპატაშვილი, კახა ნადირაძე და ლიკა მარგველაშვილი. მასწავლებლებმა წარმოადგინეს CTEL პროგრამაში ორწლიანი ჩართლობის შედეგად დაგროვებული ცოდნის მეშვეობით ინტეგრირებული და ინტერდისციპლინური სწავლების კონცეფცია და პრაქტიკა ჩვენს სკოლაში.
CTEL პროექტს ანხორციელებს PH International საქართველო, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
2022 წლის 11-12 ივნისს, ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ ,,ციფრული სკოლა - საქართველო" დახურვის კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის წარმომადგენლები: ტარიელ გველესიანი და პაატა გულუა.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში პროფორიენტაციის თემატიკაზე ურთიერთთანამშრომლობით მომზადებული შეხვედრა კოლეჯ "იბერიას" წარმომადგენლებთან. აღნიშნულ აქტივობაში ჩართული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სტუმრებმა პრეზენტაციის საშუალებით მსმენელებს უჩვენეს და აუხსნეს საზოგადოებრივი კოლეჯების ფუნქციები, ჩარიცხვის და სწავლის პირობები და ასევე საუბარი შეეხო პროფესიულ ორიენტირებსა და პროფესიის არჩევა/დაგეგმვის თემებს. დიალოგს ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
შეხვედრის შემდეგ, მსმენელებს შორის გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია აქტუალურ და მაღალანაზღაურებად პროფესიებთან დაკავშირებით.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ქუთაისში 7 ნოემბერს, ცენტრალურ მოედანზე ჩაატარა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
4ა კლასში გაიმართა პროექტის -,,შენ წიგნები შეიყვარე გულით"პრეზენტაცია ; განხორციელდა პროექტის პირველი აქტივობა- ვიქტორინა ,,სალამურას თავგადასავალი"
Xბ კლასმა სამოქალაქო განთლების პროექტის ფარგლებში- ,,გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ“ ჩაატარა გამოკითხვა სასკოლო სივრცეში ,,რა ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ?. გამოკითხვის შედეგების ანალიზის შემდეგ, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების მეტი ინფორმირებისათვის მოამზადეს პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები.
პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეთა თვითმართველობის და დირექციის წარმომადგენელი. პრეზენტაციამ ჩაიარა საინტერესოდ. მოსწავლეება გაიგეს თვითმართველობის ფუნქციების შესახებ. როგორ შეუძლიათ მათ, როგორც აქტიურ მოქალქეებს ადგილობრივ თემზე/მუნიციპალიტეტზე ზრუნვისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელება.
მესამე კლასის მოსწავლემ, (პედაგოგი მაია თევდორაძე )მარიამ თევზაძემ პროექტში ,,შექმენი ეკო_ანბანი" საუკეთესო ნამუშევრის წარმოდგენისთვის სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა
მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მაია თევდორაძე) დაათვალიერეს ქუთაისის გალერეაში გამოფენილი მხატვარ ლადო თევდორაძის ფერწერული ნამუშევრები.ხელოვნების მუზეუმში თემაზე ,,ნაირფერი შემოდგომა" შექმნეს აპლიკაციები და საკლასო ოთახში მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა.
2022 წლის 12 დეკემბერს ქ. ქუთაისის N29 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის "მოაზროვნე ქიმიკოსები" წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და ხალისით ჩავატარეთ ცდები, კონცენტრირებული გოგირდმჟავას მოქმედება არამეტალებთან და ორგანულ ნაერთებთან.
დღეს ქუთაისის 29- საჯარო სკოლის მეოთხე ბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინა გრიგალაშვილი) მოინახულეს ქუთაისის ისტორიული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, გაეცნენ ჩვენი კუთხის ისტორიულ წარსულს, შემდეგ თავიანთი პატარა ხელებით მოხატეს თიხის ქოთნები. შინ შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ. წარმატაბებს ვუსურვებ მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე, მეამაყებით ბავშვებო
2022 წლის 11 დეკემბერს, რესპუბლიკურ კონფერენციაზე - საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო. საუკეთესო თემისათვის დაჯილდოვდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 თამარ ბენიძე, ლიკა ხუჯაძე და მათი პედაგოგი ნანი ლევიძე.
მეორე კლასელები (პედაგოგი ლანა ბართაის) ესტუმრნენ ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალს, მოხატეს კერამიკის ქოთნები. მადლობა მასპინძელს და საოცრად ნიჭიერ ბავშვებს.
2022 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქიმიის კლუბის "მოაზროვნე ქიმიკოსების" შეხვედრა თემაზე "ქიმიის როლი" მედიცინის სამსახურში, თემა დაამუშავა 10 კლასის მოსწავლემ ანი ზარქუამ. კლუბის წევრებმა დაუსვეს მას შეკითხვები თემის ირგვლივ, საინტერესო და ნაყოფიერი იყო მათი მუშაობა.
2023 წლის 30 იანვარს შეიკრიბა ქიმიის კლუბის წევრები "მოაზროვნე ქიმიკოსები" კურატორთან ერთად და ჩაატარეს ცდები:გოგირდმჟავასა და მისი მარილების აღმოჩენა ბარიუმის იონებით, კონცენტრული აზოტმჟავას ურთიერთ ქმედება მეტალებთან და კონცენტრირებული გოგირდმჟავას მოქმედება ორგანულ ნაერთებთან
2023 წლის 29 მარტს შეიკრიბნენ ქიმიის კლუბის წევრები და ერთერთმა წევრმა ანი მარგიანმა წარმოადგინა თემა: ორგანიზმის ქიმიური შედგენილობა "არაორგანული ნივთიერებები, წყალი და მინერალური მარილები" დასასრულს გაიმართა დისკუსია მოსწავლეებს შორის, საინტერესო და ნაყოფიერი იყო მათი მუშაობა.
2023 წლის 10 აპრილს ქიმიის კლუბის წევრებმა ჩაატარეს მორიგი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნა ლიკა ხუჯაძის მიერ თემა: ნახშირწყლები ანუ შაქრები
და
მათი
როლი
ადამიანის
ცხოვრებაში.”
კლუბის
სხვა
წევრები
ყურადღებით
უსმენდნენ
ლიკას,
დასასრულს
დაუსვეს
შეკითხვები
რომელზეც
მიიღეს
ამომწურავი
პასუხები
კურატორის
დახმარებით.
ისინი
თვლიან
რომ
საინტერესო
იყო
კლასგარეშე
თემის
მოსმენა
, გაიგეს
მეტი
ნახშირწყლებისა
და
შაქრების
თვისებებზე
და
მათ
გამოყენებაზე.
ოლიმპიური ფესტივალი 2023
სსიპ ქ. ქუთაისის 29 საჯარო სკოლაში მოეწყო თანატოლთა განთლების კვირეული. კვირეულის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა (სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ნონა თაფლაძე ხელმძღვანელობით) სკოლის ბაზაზე უმცროსკლასელებთან გასვლით გაკვეთილები ჩაატარეს. შეხვედრები ეძღვნებოდა ტრეფიკინგისა და კიბერბულინგის თემატიკას, მათი იდენტიფიცირების, ინტერვენციებისა და პრევენციის გზებს. მოსწავლეებმა ადგილზევე უმცროსკლასებს დაურიგეს მათ მიერ დამზადებულ, მარტივი ენითა და ილუსტრაციებით შესრულებულ სარეკომენდაციო ბროშურები. კვირეულის მიზანი იყო:
•ცნობიერების ამაღლება - სად და როგორ ვლინდება ინტერნეტ საფრთხეები; ინტერნეტსაფრთხეებისგან/კიბერბულინგისგან დაცვის გზები და საშუალებები;
•სასკოლო თემის ინფორმირებულობის გზით ტრეფიკინგის მიმართ მდგრადი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
11 მაისს სსიპ ქ, ქუთისის N29 საჯატო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი მონაწილეობას იღებდენე ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ ვორქშოპი თემაზე „ფინანსური წიგნიერება - გზა წარმატებისაკენ “. ვორქშოპის მოდერატორი იყო პროექტის ხელმძღვანელი, ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი. მოსწავლეებს ინტერაქციული ლექცია ფინანსების მართვაზე ჩაუტარა ბიზნესის დეპარტამენტის მოწვეულმა ლექტორმა, „ბაზისბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორმა, ირინე კოპალიანმა, ბიზნესის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა, ნათელა ჯანელიძემ მოსწავლეებს ჩაუტარა სიმულაციური თამაშები თემაზე: ,,ბანკი და მომხმარებლის უფლებები". მადლობა უნივერსიტეტს და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს საინტერსო დღისთვის.
2023 წლის 7 ივნისს ჩავატარეთ კლუბის შემაჯამებელი მუშაობა, განვიხილეთ ,,სანთლის ისტორიის" შესახებ სხვადასხვა ვერსიები, შევაჯამეთ წლის მანძილზე გაწეული მუშაობა, დავსახეთ სამომავლო გეგმები, ვეცდებით მომავალი სასწავლო წელი უფრო ნაყოფიერი იყოს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს (კლასის დამრიგებელი ირინე ნოზაძე) ანასტასია ხელაძეს ვულოცავთ ცხრა კლასის წარმატებით დასრულებას და დამსახურებულ ჯილდოს, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
2024 წლის 1 თებერვალს შევიკრიბეთ კლუბ "მოაზროვნე ქიმიკოსების" წევრები და კურატორის დახმარებით ჩავატარეთ სხვადასხვა ექსპერიმენტები. მიღებული შედეგები გამოვსახეთ დაფაზე. საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა.
------------------------------------------
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის 2გ კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ოზერმა დაიკავა პირველი ადგილი სენაკის ღია ჩემპიონატში ტაეკვონდოში. ვულოცავთ მას მიღწელ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.
2024 წლის იისფერი 8 აპრილის ლამაზ დილას საოცარი საზეიმო განწყობა სუფევდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში, ამ განწყობის მიზეზი ბოშათა საერთაშორისო დღე იყო, რომლის აღნიშვნაც უკვე რამდენიმე წელია სკოლაში ტრადიციად იქცა.
სკოლის თვითმართველობამ, სრულიად სასკოლო საზოგადოებამ, ეთნიკური უმცირესობების, სკოლის - ბოშა მოსწავლეებს სიხარულით, სითბოთი, სიყვარულით სავსე დღე აჩუქა.
6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფარგლებში გაიმართა ასპარეზობა ფრენბურთსა და ფეხბურთში,7_8 კლასებს შორის.(მასწავლებლები:მაია თელია,თამაზ ონიანი,თამარ ესაძე.) ერთმანეთს შეხვდნენ 7ა(მასწ.მ.თელია დამრ.შ ბალანჩივაძე)და7გ.თ.ესაძე.დამრ.ს.კინწურაშვილი)2:0დასრულდა 7ა-ს სასარგებლოდ.(ფრენბურთი).ასევე 8ა (თ.ესაძე დამრ.ლ.სურგულაძე) და 8ბ (თ.ონიანი დამრ.შ.ბალანჩივაძე) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.1:2 დასრულდა 8ბ კლასის გამარჯვებით.ფეხბურთში 7ბ (თ.ესაძე დამრ.ი.დვალიშვილი) და 7ა(ნ.თელია დამრ.შ. ბალანჩივაძე) შეხვდნენ ერთმანეთს.6:1დასრულდა 7ბ კლასის სასარგებლოდ.თამაშები გაიმართა მეგობრულ ვითარებაში,ერთმანეთის პატივისცემისა და ღირსების დაცვით.შეჯიბრი იმერეთის რეგიონის ოლიმპიური ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით წარიმართა.მადლობა ბატონებს რევაზ რობაქიძესა და ტარიელ გველესიანის მხარდაჭერისთვის.კლასებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. ასევე მადლობა შეჯიბრებების ორგანიზებისთვის ქალბატონ ნესტან თელიას და მსაჯობისთვის ბატონ თამაზ ონიანს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 სკოლის VIIგ კლასმა(დამრიგებელი -სოფიო კინწურაშვილი) ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ თედო ჯალაღონიასთან ერთად დავიწყეთ ორმაისობა-გვირილობა-ქუთაისობისადმი მიძღვნილი პროექტი: "ჩემი ქალაქი - ქუთაისია!".
პროექტის მოკლე აღწერა:
ერთი თვის ან ცოტა მეტის მანძილზე, მოვივლით ქალაქის არცთუ ისე პოპულარულ, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ღირსშესანიშნავ ლოკაციებს.
ესენია: ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი, კოლხური ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი, სამხედრო მუზეუმი, ყინულის მოედანი და დავაგვირგვინებთ ლეგენდარული ბაგრატის ტაძრით. დაგროვილი ინფორმაციის პრეზენტირებას მოვახდენთ წარმოდგენით, ფოტო-გამოფენითა და კიდევ "საიდუმლო" აქტივობებით. გუშინ გვქონდა პროექტის პირველი დღე: ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი და კოლხური ბოტანიკური ბაღი.
წარმატებები ჩვენ!
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა!
სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლა კომპლექსური აქტივობებით შეხვდა ამ დღეს.
აქტივობებში თანაბრად იყო ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
წინასწარ დამზადებული ბროშურები და გულსაბნევები მუსიკის თანხლებით დაურიგეს მოსწავლეებმა სკოლაში შემომსვლელებს.
მიმდინარეობდა მშობლებთან, უფროსკლასელებთან გასაუბრება და დეფინიციების SMART ფორმატში გაცნობა.
წლევანდელი გზავნილია: "აუტიზმის გასაღები სიყვარულია!" ყველა პირველი გაკვეთილი პედაგოგებმა აუტიზმის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდებით დაიწყეს.
მადლობა ყველა მონაწილეს: ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას და სკოლის ტექნიკურ პერსონალს.
28 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, სამხედრო საქმის პედაგოგ ზაალ მაჩიტიძესთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სადაც მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი. გაეცვნენ ბრიგადის დაარსების ისტორიას, მოინახულეს ინფრასტრუქტურა, კერძოდ, სპორტული კომპლექსი, საცხოვრებელი ყაზარმა, ბრიგადის ისტორიული მუზეუმი, სადაც განთავსებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული აგრესიისა და ამ ომში დაღუპულ მეომართა ამსახველი ფოტომასალები, ბრიგადის მაკეტი, სამხედრო სასადილო, სადაც მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად ისადილეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბრიგადაზე რიცხული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერებამ. სამხედრო ნაწილში მიღების, ღია კარის დღის გამართვისა და მასპინძლობისათვის, სკოლა მადლობას უხდის სრულიად თავდაცვის ძალებს, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურ ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძესა და აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელებს მაიორ როინ მაკარაძესა და მასტერ სერჟანტ დავით მოსიავას.
დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ჯარის მიმართ მოსწავლეების დაინტერესებას და მომავალ თაობებს უფრო მეტად გაუღვივებს პატრიოტიზმის გრძნობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий