ჩვენს შესახებ

მოგესალმებით ქუთაისის N 29 საჯარო სკოლის მოსწავლეები

ზურაბ ლეკვეიშვილი,  ტარიელ ხურციძე მე-10 კლასი.

   მარიამ ფურცხვანიძე,  მარიამ კორძაძე მე 9-კლასი



      

ჩვენ ვართ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ჩვენი სკოლის მატიანეს“ მონაწილეები, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისის საჯარო სკოლების ბლოგის შექმნას. ჩვენი მიზანია ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგის საშუალებით ფართო საზოგადოებას გავაცნოთ 29-ე საჯარო სკოლის არც თუ ძალიან დიდი ხნის, მაგრამ მნიშვნელოვანი, საინტერესო მოვლენებით აღსავსე ისტორია. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალით დავრწმუნდით, თუ რა მტკიცე და მყარ ფუძეზეა დაშენებული ჩვენი სკოლის ლამაზი, წარმატებული აწმყო და იმედიანი მომავალი. მადლობა პროექტის ავტორებს, რომლებმაც შეგვიქმნეს მოტივაცია, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეგვესწავლა ის მატიანე, რომელსაც რუდუნებით ქმნიდნენ წლების განმავლობაში ჩვენი სკოლის დირექცია და პედაგოგები თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად.

Комментариев нет:

Отправить комментарий