თეიმურაზ ჭაბუკიანი 1990-2001 წლები |
2001 წელს თეიმურაზ ჭაბუკიანი გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად, ამჟამად სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N 3 საჯარო სკოლის დირექტორია.
ტარიელ კობახიძე
2002-2011 წლები
ტარიელ კობახიძე დაიბადა 1949 წლის 4 ნოემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში. პედაგოგის ოჯახში. სიმონეთში დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლაში დიდი სიყვარულით სწავლობდა მათემატიკას, მაგრამ ძალიან უყვარდა პოეზია, რაც მისი მამის ბატონი მიხეილის დამსახურება იყო. ის ხომ ჩინებულად ფლობდა ქართული ენის საიდუმლოს. სწორედ მამამ აზიარა იგი ქართული ენის სინატიფეს, მაგრამ როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, მაინც მათემატიკის სიყვარულმა გადასძალა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან დემობილიზციის შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე მატემატიკის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ნორჩ-ტექნიკოსთა სადგურში და პარალელურად ნორჩ-ტურისტთა საქალაქო სადგურის დირექტორის მოადგილედ. 1980 წლიდან კი ტარიელ კობახიძე ი. გოგებაშვილის სახელობის მე-19 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილეა აღმზრდელობით დარგში, ხოლო 1986 წლიდან მეხუთე საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1991 წელს დაინიშნა ქუთაისის სპორტული ლიცეუმის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. 2001 წელს კი ამავე ლიცეუმის დირექტორად, სადაც მუშაობდა 2011 წლამდე. ამჟამად აკ. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სასწავლებლის დირექტორის მოადგილეა. ბატონი ტარიელი ხელოვანის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, წერს ლექსებს, არის მხატვრული კითხვის ტურში გამარჯვებული. ამბობს, რომ მას პოეზიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ის ქორეოგრაფიული სტუდიის საუკეთესო მოცეკვავეც ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ გიტარის დაკვრის საიდუმლოს შესწავლასაც შეუდგა, სტუდენტობის პერიოდში რკინიგზის კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო ანსაბლ „ექსპრესში“ ჩაირიცხა, სადაც 10 წელი გაატარა ჯადოსნურ ინსტრუმენტთან ერთად. ფიქრობს, რომ ხელოვნებაში რაღაც გაუკეთებია და დღევანდელი ადგილიც ამ დამსახურების გამო უჭირავს, მაგრამ მისთვის 29-ე საჯარო სკოლა მისი ცხოვრების უდიდესი და საკმაოდ შინაარსიანი ნაწილია და თვლის, მეორედ რომ მოევლინოს ამ ქვეყანას, ისევ ამ გზას აირჩევდა. იქნებოდა პედაგოგი, მათემატიკოსი. მისი დღევანდელი მიზანი კი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაა.
ტარიელ კობახიძე 2002-2011 წლები |
ტარიელ გველესიანი |
1993-1995 წლებში არის ქუთაისის საქალაქო მეურნეობის
და სერვისის ლიცეუმის დირექტორის მოადგილე პროფესიული მომზადების დარგში.
1995-1996 წლებში მუშაობს ქუთაისის კვების ტექნოლოგიის, მსუბუქი
მრეწველობისა და სერვისის ლიცეუმის განყოფილების გამგედ, 1996-1997 წლებში ამავე
ლიცეუმის ორგანიზატორად, ხოლო
1997-2000 წლებში ქუთაისის კვების ტექნოლოგიის მსუბუქი მრეწველობისა
და სერვისის ტექნიკური ლიცეუმის დირექტორის მოადგილედ პროფესიული მომზადების დარგში.
2000-2005 წლებში ქუთაისის მრავალპროფილიანი ტექნიკური
ლიცეუმის დირექტორის მოადგილედ პროფესიული მომზადების დარგში.
2005-2006 წლებში ამავე სკოლის სამეურნეო ნაწილის უფროსი.
2006-2007 წლებში #48 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელია.
2010 წლიდან #2
პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილეა სასწავლო საწარმოო დარგში.
2014 წელს არჩეულ იქნა ამავე სკოლის დირექტორად.
Комментариев нет:
Отправить комментарий