კურსდამთავრებულები

რომლითაც ამაყობს სკოლა




ირაკლი ცირეკიძე 



დაიბადა 1982 წლის 3 მაისს ტყიბულის რაიონში. ძიუდოისტი (90კგ), 29-ე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008) პეკინი; მსოფლიოს ჩემპიონი (2007);  ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2007) და  ბრინჯაოს (2008)  პრიზიორი; ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული; ღირსების ორდენის კავალერი;  მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, როცა მისი თანატოლები სისხლით წერდნენ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ირაკლი ცირეკიძის გამარჯვება უდიდესი იმედი და რწმენა იყო მთელი ქვეყნისათვის.







გიგა გრიგალაშვილი 




2004 წელს დაამთავრა ქუთაისის სპორტული ლიცეუმი. იმავე წელს წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 2010 წელს. 2011 წელს სწავლა განაგრძო როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში. რომელიც წარმატებით დაამთავრა 2013 წელს. ამავე წელს ჩააბარა სალიცენზიო გამოცდები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. 2014 წლის 1 მარტიდან მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქირურგ ტრამვატოლოგის თანამდებობაზე.





ლაშა გოგიტაძე 



დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1987 წლის 4 ივნისს. 2004 წელს  დაამთავრა  ქუთაისის სპორტული ლიცეუმი. სწავლა გააგრძელა თბილისის სპორტის აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2008 წელს. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ოქროს გრამპრის  მფლობელი. საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.

2006 წლის ევროპის პრიზიორი - III ადგილი (უნგრეთი);

2006 წლის მსოფლიოს პრიზიორი - III ადგილი (ამერიკა, გვატემალა);

2007 წლის ევროპის პრიზიორი - III ადგილი (სერბეთი);


2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.





ზურაბ ბალანჩივაძე



დამთავრებული  აქვს თბილისის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით (ბაკალავრი) და საქართველოს  საზოგადოებრივ  საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) ამავე სპეციალობით (მაგისტრი). ჯეპრას სოციალური  მედიის  მენეჯერი. კომპანიაში  მუშაობს  2009  წლიდან. 2010  წელს გაუ-თბილისის პიარსკოლაში გაიარა პიარის  კურსები, ხოლო 2011  წელს Government 2.02008  წლიდან  ზურა  ბალანჩივაძე  აქტიური  ბლოგერია,  რომლის დახმარებითაც  იგი  საფუძვლიანად  დაეუფლა  სოციალური  მედიის ცოდნას.  კომპანია  ჯეპრაში  მუშაობისას სხვადასხვა სახით მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა  სოციალური  მედიის  პროექტებსა  და აქტივობებში. 2009-2010 წ. - პიარსკოლის ბლოგის  თანაავტორი. 2010-2011 წ. - ვებ გვერდების car blog - ისა და 4 P - ის რედაქტორობა,  2011 წ. მაისი - იურიდიული ფირმა ,,ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგის''  სოციალური მედიის  მენეჯერი. 2011 წ. ივლისი-აგვისტო პროექტ ,,არა ფალსიფიკაციას’’ ბლოგერი და ვიდეოგამოძიების ავტორი. 2011-2012 წ. ოქტომბრიდან დღემდე - საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია DPA-ს სოციალური მედის  მენეჯერი. 2011 წ. აგვისტოდან დღემდე - ლუდსახარში კომპანია ,,ნატახტარის,’’ ბრენდების-,,მთიელის,’’ ,,Efes Pilsner’’ ისა და „kaizer’’ – ის სოციალური მედიის მენეჯერი.  2013-2014 წლებში კომპანია ’’heidelbergcement” - ის პროექტ “თბილისი - მარათონის“ სოციალური მედიის მენეჯერი. სამსახურებრივი აქტივობების გარდა ზურა დაინტერესებულია ხატვითა და ვოკალური მუსიკით. მუშაობს ნაწარმოებების ილუსტრაციებზე, პერიოდულად აწყობს პერსონალურ გამოფენებს, 2013 წელს მონაწილეობდა რუსთავი- ის შოუნიჭიერში“, რომლის ფინალისტი და ტელეკომპანიის ფავორიტი გახდა. 2014 წელს მონაწილეობდა რუსთავი 2 - ის შოუბრავოში“. 2015 წელს მიწვეული იყო აზერბაიჯანში ბაქოს ტელევიზიის  შოუ  - ,,ნიჭიერში''.





ლევან ტყებუჩავა 



2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქუთაისის N 29 საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. იყო წარჩინებული სტუდენტი. აღნიშნული სასწავლებლიდან სკოლამ მიიღო მადლობის წერილი, ასეთი წარმატებული ახალგაზრდის აღზრდისათვის. 2010-2012 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა - ზოგადი ქირურგია. ამჟამად მუშაობს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში და ,,მედიქალსიტში'' - ქირურგად.









ლონდა თოლორაია 


2002 წელს  დაამთავრა ქუთაისის სპორტული ლიცეუმი და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში.

2008 წელს დაამთავრა თსუ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით.
მუშაობდა: 2006 წელს იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტად და ადვოკატის თანაშემწედ. 2007 წელს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პრუკურორად. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ანალიტიკური სამსახურის უფროსად. 2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს მთავარი პროკურატურის ტრენერი.
მუშაობს მიწვეულ ლექტორად აღმოსავლეთ ევროპის, ილიასა და თსუ-ს უნივერსიტეტებში.





 ნანა ძაგნიძე



ნანა ძაგნიძე დაიბადა 1987 წლის 1 იანვარს ქუთაისში. ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო და თავიდანვე მრავალი წარმატება მოიპოვა. ქუთაისის სპორტული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, აქვს იურისტის დიპლომი. საერთაშორისო ასპარეზზე ნანამ თავისი პირველ მნიშვნელოვან ტურნინზე დიდი წარმარტებით იასპარეზა, მოიპოვა რა ოქროს მედალი 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა შორის. 2003 წელს ძაგნიძემ უკვე 20 წლამდე გოგონათა შორის იპირველა, საბოლოო რეიტინგში კი ორი ქულით გაასწრო კონკურენტებს. 2008 წელს ნანა დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა გუნდური ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებში მასთან ერთად მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი ირიცხებოდნენ. ძაგნიძე ქართველთა გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ქართული ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის შემდეგ. 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსეში გამართულ 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში საუკეთესოდ იასპარეზა, უკან მოიტოვა მსოფლიოს პირველი დაფა ქალებს შორის — ჩინელი ჰოუ იფანი და ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წელს ნანამ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო საჭადრაკო კლუბ ნონას შემადგენლობაში. კლუბმა, სადაც ძაგნიძესთან ერთად ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი ასპარეზობდნენ, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. 



გაგა ბოლქვაძე

დაიბადა 1979 წლის 6 თებერვალს ქალაქ ქუთაისში. 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის მეათე საშუალო სკოლა. 1999-2003 წლებში სწავლობდა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1998-2001 წლებში იყო საქართველოს კრივის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. 2002-2005 წლებში საქართველოს ნაკრების წევრი კრივში. 
1999 წელი - ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (ხორვატია, ქალაქი რიჟეკა) მესამე ადგილი;
1999 წელი - ,,ანვარ ჩაუდრის'' საერთაშორისო ,,ა'' კლასის ტურნირი (აზერბაიჯანი, ქალაქი ბაქო) პირველი ადგილი;
2000 წელი -მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (უნგრეთი, ქალაქი ბუდაპეშტი) მეორე ადგილი;
2001 წელი - ათენის საერთაშორისო ტურნირი - მეორე ადგილი;
2002 წელი - ნეაპოლის (იტალია) საერთაშორისო ტურნირი - მესამე ადგილი;
2001; 2002; 2003 წ.წ. სტამბულის ,,ა'' კლასის საერთაშორისო ტურნირი - მეორე, მესამე ადგილები;
2002 წელი- ევროპის ჩემპიონატი (რუსეთი, ქალაქი პერმი) მეოთხედფინალი.
საქართველოს თასის ხუთგზის და საქართველოს ჩემპიონატის ცხრა გზის ჩემპიონი.
ამჟამინდელი საქმიანობა - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.














Комментариев нет:

Отправить комментарий